20:39 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 19:24:40, 236 ნახვა

კობახიძე ხალხს ემუქრება– საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვინც უპირისპირდება, მათ მიაკითხავს სამართალი

აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის,  – ამის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ესეც, თავისთანად, ძალიან საინტერესოა. აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი, მათ შორის სოციალური მედია გამოიყენება ძალიან აქტიურად ამისათვის. ერთ-ერთი ქვეყნის პლატფორმიდან ხდება, მათ შორის, ამ კოორდინაციის უზრუნველყოფა და ამას ხვდება აქ ადგილობრივი აგენტურა, რომელიც ამაგრებს ამ კამპანიას. აბსოლუტურად ყალბი შინაარსი იქმნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთი სახელით, გვარით, პროფესიით, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს გამოძიებამ.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი. ეს უნდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის დაწყება, გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება იყოს ბოლომდე მიყვანილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავს სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება, იმიტომ, რომ დღეს არის სახელმწიფო ძლიერი, როგორც არასდროს. შესაბამისად, ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დაპირისპირების ყველა მცდელობას“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics