|
2026-08-06 19:35:28, 1643 ნახვა
ეკონომიკა
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მათ შორის: მობილბანკის გათამაშება, ინვესტიციების განხორციელება საფონდო ბირჟის არასამუშაო საათებში და ინვესტიციებისთვის სტოპ დავალების ფუნქციონალი. მობილბანკის გათამაშება მობილბანკში მასშტაბური გათამაშება მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 150 000 ლარს შეადგენს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მოიგონ 80 000; 50 000 ან 20 000 ლარი. გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ და მასში ჩართვა ავტომატურად - მობილბანკში შესვლისთანავე ხდება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისა და ბარათით გადახდების შესრულებით კი მომხმარებლები დამატებით ბილეთებს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან. გათამაშების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე. ინვესტირება ახლა უკვე არასამუშაო საათებშიც საქართველოს ბანკმა საბანკო სექტორში პირველად მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, აქციების ყიდვა-გაყიდვის დავალებები საფონდო ბირჟის არასამუშაო საათებშიც განათავსონ. თუ აქამდე დავალებების განთავსება მხოლოდ ბირჟის მუშაობის საათებში იყო შესაძლებელი, მობილბანკის განახლების შემდეგ მომხმარებლები დავალებების განთავსებას შეძლებენ როგორც ბირჟის გახსნამდე, ისე მისი დახურვის შემდეგაც. ეს მათ ინვესტიციების უფრო მოქნილად მართვის შესაძლებლობას აძლევს. სიახლის აღსანიშნავად, 30 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს სპეციალური კამპანია - არასამუშაო საათებში განხორციელებული ყოველი მე-500 ყიდვის ტრანზაქცია გაორმაგდება. სტოპ დავალება - მეტი კონტროლი ინვესტიციებზე განახლებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც დაემატა - სტოპ დავალების ფუნქციონალი. მისი დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს წინასწარ განსაზღვროს სასურველი ფასი, რომელზეც კონკრეტული აქციის ყიდვა ან გაყიდვა სურს. დავალება ავტომატურად შესრულდება მაშინ, როდესაც ბაზარზე აქციის ფასი მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევს. ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოსადეგია რისკების მართვისთვის, რადგან ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ განსაზღვრონ მისაღები ზარალის ან მოგების ზღვარი და აღარ დასჭირდეთ ბაზრის მუდმივი მონიტორინგი.
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)