18:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 17:09:32, 784 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: ჩვენმა ხელისუფლებამ ჩამოაბრძანა ბატონი „მასტერა“, დღეს თუ არა ხვალ, სხვებსაც ვიხილავთ

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ის, რომ დღეს არ დაკმაყოფილდა ექსტრადიცია, ხვალ დაკმაყოფილდება", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლონდონის სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილის  უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანის მტკიცებით, დღეს თუ არა ხვალ,  თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს იხილავენ საქართველოში, რომელზეც სისხლის სამართლის  საქმეა აღძრული.

 "ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი თვის, თითოეული ნაბიჯის ეფექტურად გავლის შედეგად ისე, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას არ დაუყრია ფარხმალი, სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოაბრძანა ბატონი მასტერა, იმ ქვეყნიდან, სადაც ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღეს თუ არა ხვალ, ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება და ჩვენ გვაქვს წარმატების მაგალითები. დღეს ვერ დარწმუნდა, რომელიმე სასამართლო საზღვარგარეთ, ხვალ დარწმუნდება აუცილებლად",- აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო და მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics