|
2016-04-06 13:27:52, 585 ნახვა
საზოგადოება
ბალტიისპირეთში წითელი ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსსა და ქალაქ კაუნასში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები სახელწოდებით „წითელი ღვინოები საქართველოდან“ („Red Wines From Georgia”) გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვილნიუსში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა ლიტვაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ხათუნა სალუქვაძე. მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას უძღვებოდნენ ლიტვის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი არუნას სტარკუსი და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია. „დეგუსტაციების მიზანია, ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებში ქართული ღვინოების ცნობადობის გაზრდა სტილის, ჯიშობრივი მრავალფეროვნებისა და სხვა თვისებების მიხედვით. ბალტიისპირეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიული საექსპორტო ბაზარია. მარკეტინგული გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში ლიტვაში, ლატვიაში და ესტონეთში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვების გაზრდას ამ ქვეყნებში“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ. პრეზენტაცია-დეგუსტაცია გათვლილი იყო ადგილობრივ იმპორტიორებზე, სომელიეებსა და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებზე. ინიციატივა, რომ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ყოფილიყო მხოლოდ წითელი ღვინოები, მოდიოდა ლიტვის სომელიეთა ასოციაციიდან, რაც მათი აზრით, ღონისძიებას უფრო საინტერესოს გახდიდა. წლის განმავლობაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ღვინის პროფესიონალებსა და მოყვარულებს შესაძლებლობა მიეცემათ დააგემოვნონ ასევე ქართული თეთრი ღვინოებიც. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „შალვინო“, „ქართული ღვინის სახლი“, „ლუკასი“, „კახური“, „ქართული ლეგენდები“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „ვინივერია“ და „უსახელაური“. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინა ქართული, სხვადასხვა დასახელების წითელი ღვინოები: საფერავი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ალაზნის ველი, ქინძმარაული, ოჯალეში, უსახელაური და ოცხანური საფერე. წითელი ღვინოების ანალოგიური პრეზენტაცია-დეგუსტაცია 7 აპრილს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)