|
2026-07-25 12:59:13, 902 ნახვა
მსოფლიო
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
ტიუმენის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე მურმა განაცხადა, რომ დრონით თავდასხმამ ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. „დრონით თავდასხმის შედეგად, ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მტრის დრონი ჩამოვარდა. ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მე პირადად ვაკვირდები სიტუაციას“, - დაწერა მურმა თავის Telegram არხზე. ტიუმენი უკრაინიდან თითქმის 2000 კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ მედიაში თავდასხმის შემდგომი კადრებს აქვეყნებს. ვიდეოებში ჩანს შავი კვამლის სქელი ღრუბლები, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ამოდის. გამოქვეყნებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ობიექტზე სულ მცირე ორი ხანძარი გაჩნდა. ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში უდიდეს დამოუკიდებელ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანად ითვლება. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 7.5 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა ევრო-5 დიზელის საწვავს, ბუნებრივ ბენზინს, ნავთობკოქსს, ბიტუმს და მაზუთს აწარმოებს. ქარხანა შპს „რი-ინვესტის“ საკუთრებაა, რომელსაც ბიზნესმენი ანატოლი იაბლონსკი აკონტროლებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის 2023 წელს შემოსავალმა 260,5 მილიარდი რუბლი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ - 21,5 მილიარდი რუბლი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 232,7 მილიარდი და 5,3 მილიარდი რუბლი. 2024–2025 წლების მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ეს ქარხანაზე თავდასხმა პირველი არ არის. ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე წინა დარტყმა 20 ივნისს მოხდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ თავდასხმისას უკრაინული კომპანია Fire Point-ის ახალი დრონები გამოიყენეს.
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რეზო კიკნაძე - ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)