|
2016-04-06 10:58:32, 641 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბენაშვილის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კიდევ ერთი ობიექტი, სადაც საგზაო სამუშაოები ტარდება, ვეშაპურის ქუჩაა. 1000 კვადრატულმეტრტერიტორიაზემიმდინარეობს ბაზალტის ფილების დაგება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა - შეიცვალა კომუნიკაციები. მათივე ინფორმაციით, რაიონში მიმდინარე სამუშაოებს დავით ნარმანია პირადად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ჩუღურეთში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გვარდება. „ჩუღურეთის რაიონში ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება ხდება: ვაგებთ გზებს, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტროტუარები, მაგრდება ავარიული სახლები. მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ და ის რაც დავპირდით, შევასრულოთ ბოლომდე, ამიტომაც კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ჩუღურეთის რაიონში დასრულდა სამუშაოები აჭარის ქუჩაზეც,5600 კვ.მ ფართობზე. დგებუაძის N1-ში კი,თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამოიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა, დასრულდა 5 სადარბაზოს რემონტი. უახლოეს დღეებში დაიწყება ლიფტების რეაბილიტაცია. მოეწყო ახალი სტადიონი.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)