|
2016-04-05 16:16:43, 554 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა კახეთის რეგიონის საზოგადოებრივ ცენტრებში თემატური ტრენინგები ჩაატარა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ კახეთის რეგიონის ოთხ საზოგადოებრივ ცენტრში - შაშიანში, შილდაში, ნუკრიანსა და კაჭრეთში სხვადასხვა შინაარსის ტრენინგები ჩაატარა. ცენტრის ინფორმაციით, შაშიანისა და ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრებში ტრენინგები პროექტ „გოგონათა კლუბის“ ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრების თემა იყო სამოქალაქო აქტივობა და მოქალაქის როლი ადგილობრივი თემის განვითარებაში. ახალგაზრდებმა ჯგუფური მუშაობით და დისკუსიით განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლით მათ განვითარებას. იმსჯელეს სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ. გარდა ამისა, სოფელ შაშიანში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდა დედებთან, რომლებიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ძირითად საქმიანობებსა და პროგრამებს გაეცნენ. განსხვავებული თემატიკის ტრენინგები ჩატარდა კაჭრეთისა და შილდის საზოგადოებრივ ცენტრებში. შეხვედრები პროექტ „ახალგაზრდული კლუბის“ ფარგლებში გაიმართა. ტრენინგს ბავშვთა უფლებების შესახებ ადგილობრივი სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. შეხვედრები დატვირთული იყო საინტერესო სავარჯიშოებით. კაჭრეთისა და შილდის შეხვედრების მონაწილე მოსწავლეებს მოზარდთათვის ადაპტირებული ბავშვის უფლებათა კონვენციები დაურიგდათ. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი, სამოქალაქო და შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში პროექტები ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)