|
2016-04-05 15:05:56, 608 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილი მაიორის ექვს სულიან ოჯახს სამინისტრომ იპოთეკური სესხი დაუფარა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აფხაზეთიდან დევნილი მაიორის გიგა ავალიანის ოჯახს ესტუმრნენ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ავალიანების ექვს სულიან ოჯახს 20 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი დაუფარა. მათ, რამდენიმე წლის წინ თბილისში, გორის ქუჩაზე ოროთახიანი ბინა იპოთეკური სესხით შეიძინეს. „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე, სამინისტრომ სულ 72 დევნილი ოჯახი დააფინანსა. 2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი. პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისთვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს 20 000 ლარი. ცნობისთვის, 33 წლის მაიორი გიგა ავალიანი 17 წელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი ლომგული. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი ISAF- ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადდებისთვის გადაეცა. გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამჟამად, მაიორი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს. მაიორ ავალიანს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)