|
2026-06-24 23:14:46, 5084 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც მთავარსარდალმა და დაზვერვამ მიაწოდა, "22 ივნისიდან შესაბამისმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე შაჰედებით დარტყმებისთვის იყენებდა, ბელარუსის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს". ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ამ ეტაპზე ზუსტად არ იცის, მოხდა თუ არა მათი დემონტაჟი, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინა ამაზე მუშაობს და თავად ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყოველდღიურ ანგარიშებს იღებს. "ფაქტია, რომ დღეს ისინი არ მუშაობს", - თქვა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგან მოითხოვა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან მოეხსნათ რეტრანსლატორები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შაჰედების დასამიზნებლად იყენებს. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნის შესრულება ერთ კვირაში შეიძლებოდა. ასევე დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა თავად მოაცილებდა ამ რეტრანსლატორებს. დღეს, 24 ივნისს, ბელარუსულმა მედიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი აღარ უშვებს თავის დამრტყმელ დრონებს ბელარუს-უკრაინის საზღვრის მიმართულებით. ბელარუსის ოფიციალური პირებისგან ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)