02:03 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 10:35:52, 1781 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეგიონი შრომის ბაზრის ერთიან სისტემაში ჩაერთვება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის პოლიტიკაში ინტეგრაციის მიზნით, ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შორის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები იზრუნებენ თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე, სახელმწიფოს წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევაზე.

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით სოციალური მომსახურების სააგენტო - უზრუნველყოფს აჭარის დასაქმების სააგენტოს ჩართვას შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში (LMIS); უზრუნველყოფს კავშირს Worknet.Ge-სა და აჭარის დასაქმების სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზას შორის; აჭარის დასაქმების სააგენტოს ჩართავს საერთაშორისო ქსელში, ტექნიკურ დახმარებასა და სხვა მსგავს საქმიანობაში.

აჭარის დასაქმების სააგენტო თავისი მხრივ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს; სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციას მიაწვდის დასაქმების სტატისტიკის შესახებ. აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics