|
2016-04-02 19:15:21, 696 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის მერიამ ტრანსპორტის პროფკავშირებთან მემორანდუმი გააფორმა
ქალაქ რუსთავის მერიასა და საქართველოს ტრანპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ახალი კონკურსის ჩატარებამდე მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მოქმედების ვადა უგრძელდებათ, ამასთან, ნებართვის მფლობელებს მიეცემათ გონივრული ვადა კონკურსისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. ახალი კონკურსის ორგანიზება და საკონკურსო წესის შემუშავება პროფკავშირების წარმომადგენლების მონაწილეობით მოხდება. რუსთავის მერია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელებს ვადას 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უგრძელებს, რათა მათ სათანადოდ შეძლონ კონკურსისთვის მომზადება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)