16:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 20:57:30, 535 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძე საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წინაშე მოხსენებით წარსდგა

მრგვალ მაგიდაზე აჭარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე მოსხენებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ წარსდგა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს,  მოხსენებით გამოვიდა ასევე საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი,  იაშა მესხია.

მათივე ინფორმაციით, აჭარისბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის  მთავრობის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ორგანიზებით  მრგვალი მაგიდა თემაზე: ''საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და მისი სრულყოფის გზები“ გაიმართა.

როგორც შეხვედრის მიზანი იყო აკადემიური და სამეცნიერო წრეების პოზიციის გაზიარება და რეგიონის განვითარების სტრატეგიის ძირითადი ასპექტების განხილვა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად შეხვედრას საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ქალაქის მერი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics