|
2016-04-01 12:50:20, 866 ნახვა
სამართალი
FBI-ს წარმომადგენელი: საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ-კომპონენტებს, განსაკუთრებულად რთული გამოსაძიებელია
დარწმუნებული ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. ამის შესახებ საქართველო მთავარ პროკურატურაში საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ, FBI-ის წარმომადგენელმა ქეთლინ კენინგმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ განსაკუთრებული მნიშვნელოვან საქმეში დახმარებების აღმოჩენის თხოვნით. „მსგავსი ტიპის საქმეებში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარების აღმოჩენა პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. მსგავსი ტიპის საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ-კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთული გამოსაძიებლად. მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში, მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, წარადგენს მართლმსაჯულების წინაშე. ფედერალური ბიუროს პოლიტიკის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომენტარს არ ვაკეთებთ. ამერიკაში დამკვიდრებული პრაქტიკით, პირებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ მთავარ პოკურატურას ან სხვა საგამოძიებო ორგანოებს“,-აღნიშნა საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)