|
2026-03-30 13:01:51, 1436 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელ ლაშხს სურს აპოლიტიკური ახალგაზრდები გამოზარდოს
ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელს მარიამ ლაშხს სურს შემნას ახალგაზრდები რომელიც პოლიტიკით არ იქნებიან დაინტერესებული. რეჟიმის წარმომადგენელმა ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს უსმენენ. "სახელოვნებო განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია - ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას შესაბამისს პატივისცემას და იმ ღირსებას მისცემენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა" -თქვა ლაშხმა. ისტორიული ცნობით, „ახალი ადამიანი“ (ან „ახალი საბჭოთა ადამიანი“) იყო სოციალისტური სისტემის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური პროექტი, რომლის მიზანიც სრულიად განსხვავებული ტიპის პიროვნების შექმნა იყო. პროექტი ხორციელდებოდა განათლების, პროპაგანდისა და ხელოვნების (სოციალისტური რეალიზმის) მეშვეობით, რათა აღმოეფხვრათ „ძველი სამყაროს“ გადმონაშთები, როგორიცაა კერძო საკუთრების სიყვარული ან ინდივიდუალიზმი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)