|
2026-03-26 19:01:49, 2503 ნახვა
პოლიტიკა
NATO-ს ანგარიში: 2024-ის არჩევნების შემდეგ საქართველოსთან თანამშრომლობა გადაიხედა
დღეს, 26 მარტს NATO-ს ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის ჩანაწერი. ანგარიშში, რომელიც 2025 წელს მოიცავს, აღნიშნულია, რომ "2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე, ალიანსის წევრებმა NATO-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს". მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ამის შედეგად "NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების პრიორიტეტები გადაიხედა, მათ შორის "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" (SNGP) ზოგიერთი ასპექტი". ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ევროსკოპის ჟურნალისტის კითხვას უპასუხა საქართველოსთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს, "დაუბრუნდეს პროევროპულ გზას და მომავალზე ორიენტირებულ მომავალს. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით". "საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს, ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობების გაგრძელებას აზრი აქვს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ ბოლო მოვლენებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას. მათ შორის, რომ განაგრძოს ტრაექტორია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით, სადაც ახლა სერიოზული პრობლემები არსებობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი, დისკუსია, უნდა დავიკავოთ პოზიცია, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რომ არსებობდეს პლატფორმა დიალოგისთვის, ვიდრე ვთქვათ, რომ ჰეი, არ მოგვწონს, და ვასრულებთ ამ ურთიერთობებს", - თქვა მარკ რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)