23:39 - 26 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 18:19:33, 290 ნახვა

მსოფლიო
ირანი ჰორმუზის სრუტეს ხსნის ინდოეთისთვის, ჩინეთისთვის, რუსეთისთვის და კიდევ 3 ქვეყნისთვის

ირანი აცხადებს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე უსაფრთხოდ გამოსაყენებლად გაიხსნება - ინდოეთისთვის, ჩინეთისთვის, რუსეთისთვის, პაკისტანისთვის, ერაყისა და ბანგლადეშისთვის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა, რომ სრაელთან და აშშ-სთან მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების მიუხედავად, სრუტე "ღიად დარჩება" მეგობარ ქვეყნებთან.

"ბევრი გემის მფლობელმა ან ქვეყნებნა, რომლებიც ამ გემებს ფლობენ, მოგვმართეს და გვთხოვეს, უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხო გადაადგილება სრუტეში. ზოგიერთ ასეთ ქვეყანას ჩვენ მეგობრად მივიჩნევთ, ან სხვა მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები სრუტეში მათ უსაფრთხო გავლას უზრუნველყოფენ", - თქვა Reuters-ის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ ქვეყნების გემებს, რომლებიც - "ირანის მტრებად მიიჩნევიან ან მიმდინარე კონფლიქტში არიან ჩართულნი, სრუტეში გავლის შესაძლებლობა არ ექნებათ". ამ კონტექსტში მან ახსენა აშშ, ისრაელი და "სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც კრიზისში მონაწილეობენ".

"ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ. რეგიონი ომის ზონაა და არ არსებობს მიზეზი, რომ მტრებისა და მათი მოკავშირეების გემებს გავატაროთ. თუმცა სხვებისთვის ის კვლავ ღია რჩება", - თქვა ირანის საგარეო მინისტრმა. 

ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტია, ფაქტობრივად დაკეტილია მას შემდეგ, რაც რეგიონში სამხედრო კონფლიქტი გამწვავდა. ადრე ამ გზით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების ძირითადი სატვირთო ნაკადები.

ამ დროისთვის სპარსეთის ყურეში დაახლოებით 3 200 გემი არის გაჩერებული, რადგან ეკიპაჟები და მფლობელები თავს არიდებენ ვიწრო სრუტის გავლას უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანის მიერ მინიმუმ 22 გემზე განხორციელდა თავდასხმა.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ უკვე გამართა საგანგებო შეხვედრა, სადაც განიხილეს კრიზისის მართვის გზები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე, რათა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გემებს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მიეცეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი: მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები ყურადღებით უნდა იქნას განხილული
ტრამპმა აღიარა, რომ უკრაინის ნაცვლად აშშ ხშირად აგზავნის საბრძოლო მასალას ახლო აღმოსავლეთში
ასტრახანში VKontakte-ს მომხმარებელი დააკავეს ლგბტ უფლებების პოპულარიზაციისთვის გამოქვეყნებული პოსტებისთვის.
ჰელსინკის კომისია: ოცნება სასამართლოს იყენებს როგორც იარაღს, მათ გასაჩუმებლად, ვინც ძალაუფლებისთვის გამოწვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics