|
2026-03-17 21:37:07, 2420 ნახვა
პოლიტიკა
მიიღეს კანონი რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს ამკაცრებს
ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას. საკითხი პლენარულ სხდომაზე სანქცირებულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და იზრდება არსებული სანქციები ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორიც არის: ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა; იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, როგორიც არის: სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება; გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE") სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. „2025 წლის განმავლობაში საქართველოში 469 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა - 8191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სწორედ სიჩქარის გადაჭარბება იყო სიხშირით მე-3 ადგილზე. ეს სტატისტიკა ის მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. მისივე თქმით, ცვლილებები 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)