|
2026-03-16 12:41:17, 2316 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, შეჰყვეს რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით და დემოკრატიით ვაჭრობაში
ივანიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა, როდესაც 2024 წლის არჩევნებზე არ აღიარა ქართველი ხალხის ნება და უცხო ძალების ხელში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ პირდაპირ იარაღად იქცა. პაპუაშვილის თქმით, მათთან სალაპარაკო არაფერია. „არ იცვლება მათი მეთოდი, 2012 წლიდან მოყოლებული, მათ აქვთ ერთი მეთოდი, ეს არის ადამიანების წაქეზება დანაშაულზე, გაწირვა სასჯელისთვის და შემდეგ ამ ადამიანებით ვაჭრობა. ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, ამ მეთოდს ყოველ ჯერზე იყენებენ. უგულავას ამბები თუ გახსოვთ, შემდეგ მსჯელობა, აბა შეიწყალებს ვინმე, თუ არ შეიწყალებს, იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლება, თუ არ იქნება, რა და როგორ იქნება. ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, წირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე – ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია, 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ყოველ ჯერზე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შემდეგ უცხოელების ჩართვით და ჩარევით, იქნებ რაღაცა დათმოთ, იქნებ პატარა შეღავათი გაუწიოთ, მანდატი კი დახიეს, მაგრამ იქნებ შემდეგ რაღაც სხვანაირად ჩართოთ და ასე შემდეგ. ეს არის ვაჭრობა დემოკრატიით. არც ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული, ან რაიმე ცივილიზებული ქცევა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, რომ შეჰყვეს ამ რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით ვაჭრობაში, რითაც ისინი არიან დაკავებული, თავად თბილად არიან თავის ოფისებში და ადამიანები გაწირეს ციხისთვის. არც დემოკრატიით ვაჭრობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)