|
2026-03-10 15:02:59, 2931 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება
პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას". ენმ ემიჯება პარტნიორ პარტიებზე თავდასხმას და პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები. "2026 წლის 2 მარტს, დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს. შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას. გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას. ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად “ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებასაკენ მიმართონ". - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში. 10 მარტს, ენმ-ს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გააზიარა, რომელშიც საუბარი იყო ოპოზიციის ალიანსში შემავალ თავისუფლების მოედანზე და მათი წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მათ ენმ-ს ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონიათ. "ლატენტურიც აღარ ეთქმით, კოლექტიური ქოცისტანის ნაწილია ეს ხალხი!" - დაწერა ცისკარიშვილმა თავისუფლების მოედანზე. პოსტის კომენტარებში პარტია ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უთხრა, რომ ის ოპოზიციის შეთანხმებას არღვევს: "რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ" - დაწერა ჩერგოლეიშვილმა, რაზეც ციკარიშვილმა უპასუხა: "მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა".
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)