|
2026-03-10 14:44:00, 2430 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი; ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებას ძალიან მივესალმები, იქ ბევრი კომპეტენტური ადამიანია
ეს პროცესი რაზეც არის, ყველამ იცის. სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, გავიდნენ დედაჩემზე, რადგან დედაჩემი არის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ეს არის პროცესი კიდევ ერთი მაგარი უნივერსიტეტის დახურვისა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილმა პროცესზე ისაუბრა, რა ქონებას ფლობს ამჟამად ის. „ჩემი ქონება შედგება 75 კვადრატული მეტრი სახლისგან, ერთ-ნახევარი ჰექტარი ვენახისგან, რომელიც ვიყიდე სახელმწიფო ხელფასით. ამით ამდენის შეწუხება მათ არ სჭირდებოდათ. ისედაც შემეძლო, მიმეცა. რატომ უნდა მიმეცა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არაფერ დიდ ქონებას ეს არ წარმოადგენს. მეტი ქონება საქართველოში არ დამიგროვებია. ეს თავის დროზე გავაკეთე იმისთვის, რომ საერთაშორისო დელეგაციები ჩამოგვეყვანა, ჩვენი მეღვინეობისთვის მხარი დაგვეჭირა. იქ აგვყავდა სენატორები, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები. მაგალითად, პრეზიდენტი იუშჩენკო, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, მონაკოს პრინცი, ჯონ მაკკეინი, რომელიც ფეხით წურავდა ყურძენს. ეს იყო ამისთვის გამიზნული. სხვა არცერთი ბინა არსად არ გამაჩნია საქართველოში. კიევში მაქვს ძალიან მოკრძალებული სახლი, მაგრამ იმას ესენი ვერ მიწვდებიან, ეს ნამდვილად არ ეხება ჩემს ქართულ მოღვაწეობას. აი, ეს არის ვითარება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის განცხადებით, „საქართველოში იმუშავა „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ, რომ მან მშვიდობა მოიტანა ქვეყანაში“. „დღეს იძახიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობა მოგვიტანა. ამ პროპაგანდამ, რა თქმა უნდა, იმუშავა, რადგან ყველას უნდა მშვიდობა. იმუშავა იმის გამო, რომ რუსებმა იმუშავეს, მაგრამ როგორ შეიძლება, თავის დაცვა ასეთ სიტუაციაში? თავის დაცვა შეიძლება მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც გყავს ბევრი მეგობარი და გაქვს ბევრი იარაღი. ბევრი მეგობარი და ბევრი იარაღი. ჩვენ გვქონდა ფრთოსანი რაკეტების პროგრამა „დელტაში“, პირველი პროდუქტი უკვე გამოვუშვით. ეს პროგრამა ყველგან დახურეს. გვქონდა დრონების პროგრამა უფრო ადრე, ვიდრე ირანელებს. იმ ქონებაზე ვლაპარაკობ, რომლის ამოღებაც გინდათ და ზარალზე, რომელიც იქნა მიყენებული. დრონების პროგრამაში ჩვენი ამოცანა იყო როგორც თავდახმითი, ასევე სარეზერვო დრონების წარმოება. პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს პროგრამა მთლიანად მოკლეს. დღეს რომ ეს პროგრამა გვქონდეს, იმხელა ექსპორტის საშუალება ექნებოდა საქართველოს, გარდა იმისა, რომ საქართველო თვითონ იქნებოდა უფრო დაცული. ძნელია დრონებიან ქვეყანაზე მასობრივად თავდასხმა. ეს პროგრამა დაიხურა, ასევე დაიხურა უკრაინელებთან ერთად პროგრამა. შეთანხმება გქვონდა ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ერთად გაკეთების შესახებ. ამ პროგრამიდანაც ივანიშვილის მთავრობა გამოვიდა“, – განაცხადა სააკაშვილმა. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასაც გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური ალიანსის გაერთიანებას მიესალმება. „ოპოზიციური ალიანსის გაერთიანება მოხდა, ამას ძალიან მივესალმები. მივესალმები, რომ იქ ბევრი ძალიან კომპეტენტური ადამიანია. „თავისუფლების მოედანში“ ბევრი კომპეტენტური ადამიანია, იგივე გიორგი შაიშმელაშვილი, ბაკურ კვაშილავა და ბევრი. რა არის ჩვენი განსხვავება იმასთან შედარებით, რა გამოწვევებსაც ვებრძვით? წარმოუდგენელი გამოწვევაა დღეს საქართველოს წინაშე. საერთაშორისო წესრიგი ირყევა, საქართველო საერთოდ არ ხვდება ამ ინტერესების სფეროში მარტივი მიზეზის გამო, საქართველოს აღარ ჰყავს მეგობრები და საქართველოს აღარ აქვს მნიშვნელობა. იმისთვის, რომ ივანიშვილმა რეალურად დაკარგოს ხელისუფლება, ჩვენი გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ. რეალურად, ეს არის დიქტატორების დაცემის პერიოდი. დაეცა ასადი, დაეცა მადურო, მოკლეს ხამენეი, აუცილებლად მეორესაც მოუვლიან. აუცილებლად დაეცემა ეს დიქტატურაც, მაგრამ ამისთვის საჭიროა რწმენა და თავგანწირვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)