|
2026-03-09 15:44:55, 2647 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე უვიზოზე: ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა
ირაკლი კობახიძე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს "სწორი კურსი აქვს" და კურსი - "ევროკავშირმა უნდა გაასწოროს". "ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, რომელიც საით მიაქანებს, ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს, ეს მართლა არ ვიცი, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ - ჩვენ ვსაუბრობთ მათ შორის ეკონომიკაზე. მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა არის ჩამოსული 17.5%-მდე, 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი. კურსი აქვს გასასწოერებელი ევროპულ ბიუროკრატიას, იმისითვის, რომ თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს. ეს არის, რაც შემიძლია, გითხრათ. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ერთერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა, ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა", - ამბობს ის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)