|
2026-03-03 18:59:55, 1148 ნახვა
პოლიტიკა
მედია: ისრაელმა ასამბლეის შენობას მაშინ დაარტყა, როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ
Reuters ირანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყეს. ექსპერტთა ასამბლეა დაახლოებით 90 წევრისგან შედგება და ის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი. ექსპერტთა ასამბლეის შენობა თეირანიდან სამხრეთით, ქალაქ ქომში მდებარეობს. როგორც Fox News ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, ისრაელის ძალებმა ექსპერტთა შენობაზე იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ. Fox News-ის ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიანიშნებს, "თუ რა დონის სადაზვერვო ინფორმაცია აქვს ისრაელს ამ ომის ფარგლებში". Fox News წერს, რომ აშშ-მა და ისრაელმა შაბათს დილით, მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ირანის 49 უმაღლესი რანგის ლიდერი მოკლეს, რის შედეგადაც ირანის სამხედრო სტრუქტურა ლიდერების გარეშე დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)