|
2026-03-03 17:41:33, 960 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: ირანს საუბარი სურს, მე ვთქვი: ძალიან გვიანია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანს ამერიკის შეერთბულ შტატებთან საუბარი სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს "ძალიან გვიანია". "მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა აღარ არსებობს. მათ საუბარი სურთ. მე ვთქვი: "ძალიან გვიანია".", - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. აღსანიშნავია, რომ 1-ელ მარტს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Atlantic-ს უთხრა, რომ ირანის ახალ ხელმძღვანელობას მასთან მოლაპარაკება სურს, რაზეც ის თანახმაა. "მათ საუბარი უნდათ და მე დავთანხმდი საუბარს, ასე რომ მათთან ვისაუბრებ. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. უფრო ადრე უნდა შეეთავაზებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელი იყო. ძალიან დააგვიანეს", - უთხრა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში The Atlantic-ს. 1-ელ მარტს ცნობილი გახდა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, მასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ. ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა".
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)