|
2026-02-27 15:47:50, 240 ნახვა
პოლიტიკა
Magticom PostTV-ისა და იმედის სანქცირებაზე კომენტარს აკეთებს
დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომმა“ კომენტარი გაავრცელა. „მაგთიკომი“ აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და დიდი ბრიტანეთის (2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები) კანონმდებლობის ჭრილში. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “დაწესებული სანქციების ძირითადი შინაარსი: სანქცირების რეჟიმის დასახელება: 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები (Unique ID: RUS3393) დაწესებული სანქციები: აქტივების გაყინვა, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, ტრასტის სერვისების სანქციები გაერთიანებული სამეფოს მიერ მიზეზების დასაბუთება: სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ეჭვისთვის, რომ ტელეკომპანია “იმედი“ წარმოადგენს დაკავშირებულ პირს 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციების საფუძველზე, შემდეგი გარემოების გამო: იგი ავრცელებს და ავრცელებდა მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ საკუთარ აუდიტორიაზე, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც წარმოადგენს მხარდაჭერას ან ხელშეწყობას ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედებისა, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ასუსტებს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას. ვინ უნდა დაემორჩილოს სანქციების რეგულაციებს? თუ თქვენ ეწევით ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მოიცავს ტრანზაქციებს, ფინანსურ მომსახურებას, ვაჭრობას, პროფესიული სერვისების მიწოდებას ან დაზღვევას, შესაძლებელია ურთიერთობა გქონდეთ სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან, ან სანქცირებულ საქონელსა და მომსახურებასთან. სანქციების რეგულაციები ვრცელდება: ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას (ტერიტორიული ზღვის ჩათვლით) გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიასა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ყველა ბრიტანელ პირზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მათი მდებარეობის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ: ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი, რომელიც იმყოფება ან ახორციელებს საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, ვალდებულია დაიცვას მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები თუ არ არის გაცემული ლიცენზია ან არ მოქმედებს შესაბამისი გამონაკლისი, პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციებს, პირდაპირ ან ირიბად ეკრძალებათ: გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორად ყოფნა “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლი არეგულირებს მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მაგალითად მისი პირველი პუნქტით: საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ტრამპი: ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ზოგჯერ ძალის გამოყენება აუცილებელია
რუსეთმა პირველი მასობრივი რაკეტების განგაში გაავრცელა და ორი რაკეტა „ფლამინგო“ ჩამოაგდეს
რუსული ნავთობის მიწოდება ინდოეთში ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
ევროპარლამენტარი: „იმედისა“ და „პოსტ ტვ-ის“ წინააღმდეგ სანქციები ინფორმაციული მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ტრამპი: აშშ აქტიურად მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის დამსახურებით უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)