02:18 - 28 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 13:18:57, 274 ნახვა

პოლიტიკა
ოცნებამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაზარდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა გაიზარდა.

შესაბამისი ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისა და სასწავლებლებში გადანაწილების კვოტების შესახებ მთავრობის 12 თებერვლის დადგენილებაში შევიდა.

ახალი დოკუმენტის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა ოდენობა 21 300-ის ნაცვლად, 21 574-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, დოკუმენტის მიხედვით, მისაღები ადგილების ოდენობა 3233-ის ნაცვლად, 3335 იქნება.

დადგენილების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობიდან გამონაკლისი დაიშვება:

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებითა და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით გათვალისწინებული პირებისათვის;

საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში და რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;

საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და რომლებსაც უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების, სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ;

საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც უფლება აქვთ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ, სწავლა განაგრძონ საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;

საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომლებიც 2025-2026 სასწავლო წელს ამავე პროგრამის დასრულების შემდგომ, სწავლას განაგრძობენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.

თუ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, არ აქვს იმ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება, რომელზე სწავლის გაგრძელებაც სურს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, აღნიშნული პირი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც 2026-2027 სასწავლო წელს უფლება აქვს, განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისათვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, გადაამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს და აქვს თუ არა უფლება, მოითხოვოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოსცეს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა და 2 სამუშაო დღის ვადაში ასახოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, 2026-2027 სასწავლო წელს ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის გარდა, მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთა რაოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის 5%-ს.“- ნათქვამია დოკუმენტში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ზოგჯერ ძალის გამოყენება აუცილებელია
რუსეთმა პირველი მასობრივი რაკეტების განგაში გაავრცელა და ორი რაკეტა „ფლამინგო“ ჩამოაგდეს
რუსული ნავთობის მიწოდება ინდოეთში ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა
ევროპარლამენტარი: „იმედისა“ და „პოსტ ტვ-ის“ წინააღმდეგ სანქციები ინფორმაციული მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი