01:59 - 27 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-26 18:11:25, 325 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების რეჟიმის დამსახურებით უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოპოზიციის ნაწილს საპასუხო წერილს უგზავნის. წერილს სოციალურ ქსელში გამოცემა Euroscope ასაჯაროებს.

წერილში ლეიენი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და რეპრესიების მიზნით მართმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციას უსვამს ხაზს.

ლეიენი ასევე აცხადებს, რომ განახლებული წესების მიხედვით, საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შემდეგ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელ მოსახლეობას შეეხოს, "თუ საქართველოს ხელისუფლება [აღნიშნულ] პრობლემებს არ აღმოფხვრის".

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

"მადლობას გიხდით თქვენი ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული.

ნება მომეცით ხაზგასმით აღნიშნო, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის მიმართულ ძალისხმევას კვლავ გააგრძელებს. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირს მტკიცე რეაქცია ჰქონდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება არჩევნებში დარღვევებთან, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტალიზებასთან დაკავშირებით. ეს ქმედებები ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების დონის დაქვეითება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა საქართველოსთან ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რაც გავლენას ახდენს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული რჩება, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში უკვე დაასკვნა.

2025 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ უახლეს ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს. ამ უკუსვლის სისტემური და განზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების მიღების პროცედურა დაიწყო. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ყველა წევრ სახელმწიფოში შეჩერების ერთგვაროვან შედეგს უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება [აღნიშნულ] პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.

წევრი სახელმწიფოები საქართველოში შესაძლო შემდგომ ზომებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციებზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დისკუსიები გრძელდება. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ ერთხმად ევროპულ საბჭოში მიიღება.

ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მიმართ. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებს".

ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილმა ლეიენს წერილი გასული წლის 22 სექტემბერს გაუგზავნა. დოკუმენტში ქართველი პოლიტიკოსები ლეიენს საქართველოში არსებულ რეპრესიის შესახებ უყვებიან და ივანიშვილის რეჟიმისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებას სთხოვენ. წერილს ხელი შემდეგმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეირანი უარყოფს აშშ-ს მოთხოვნას ურანის გამდიდრების სრული შეჩერების შესახებ
დაკავებულია 3 პირი, რომლებსაც სამტრედიაში ადამიანის ამპუტირებული ორგანოების მიტოვებულ შენობაში დაყრას ედავებიან
ირანმა გადაწყვიტა, მშვიდობის სანაცვლოდ ტრამპს შესთავაზოს ინვესტიციები ნავთობისა და გაზის სექტორში
ამერიკელებისგან ბრიტანეთის მოქალაქეობაზე განაცხადების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი