|
2026-02-26 15:33:12, 1069 ნახვა
პოლიტიკა
რუსლან სტეფანჩუკი პაპუაშვილს - უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან
რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ. - წერს Facebook-ზე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი. "გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის“ შესახებ, იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის - ქარქაშში ვეღარ ჩააგებო. უკრაინელები მადლიერი ერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში გვეხმარება. და რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ. ამ ფონზე, გაეროს რეზოლუციისთვის „მხარდაჭერა“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს. ამიტომ, მათ, ვინც უკრაინის (რომელიც სისხლისგან იცლება სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში) მიმართ „უმადურობაზე“ მუდმივი საყვედურებით სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს, მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები: „არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა არ არის მთავარი. მთავარია თავისუფლება“. და ბოლოს: უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს“ ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები. ისინი, ვისაც ესმის: რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას". - წერს Facebook-ზე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი. "არც ზელენსკი და არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ისინი არიან უმადური ხალხი". - თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას "უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად"
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)