02:11 - 26 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 18:54:11, 486 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიიდან დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა

 

2025 წელს გერმანიაში დეპორტაციის თაობაზე გაცემული ბრძანებების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გაიცა (671), მას მოსდევდნენ ალბანეთის (661) და თურქეთის (618) მოქალაქეები. ეს სამი ქვეყანა წინა წელსაც დეპორტაციის ძირითადი წარმოშობის ქვეყნები იყო, თუმცა მაშინ სიაში დიდი სხვაობით (923) ალბანელები ლიდერობდნენ.

ეს სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო dpa-მ გამოაქვეყნა, გერმანიის მთავრობის პასუხზე დაყრდნობით, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგში მემარცხენე საპარლამენტრო ფრაქციის მიერ დასმულ შეკითხვაზე გასცა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიიდან დეპორტირებულების რაოდენობა 2025 წელს ოდნავ შემცირდა - 8 232 უცხოელმა მოქალაქემ დაკარგა ბინადრობის უფლება. 2024 წელს გერმანიიდან 9 277 უცხოელი იქნა დეპორტირებული.

2023 წლის დეკემბერში გერმანიის ხელისუფლებამ საქართველო თავშესაფრის მოთხოვნისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. თუმცა, 2025 წელს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ უარი თქვა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევაზე, როდესაც განიხილავდა ამ ქვეყნიდან ჩამოსულ წყვილთან დაკავშირებულ საქმეს.

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის ქვეყნებმა საბოლოოდ დაამტკიცეს ცვლილებები დეპორტაციის წესებში, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლების უფრო სწრაფად გაძევების საშუალებას იძლევა იმ ქვეყნებში არსებული თავშეფრის მომწოდებელ ცენტრებში, რომლებთანაც მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 23 თებერვალს მიიღო და ძალაში 12 ივნისს შევა, თავშესაფრის წესების საერთოევროპული რეფორმის ფარგლებში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურნავა სანქცირებულ „იმედსა“ და PosTV-ზე - ბანკებმა უნდა დაიცვან ქართული კანონმდებლობა
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
როგორ ესხმის თავს ერდოღანი თურქეთის დემოკრატიას და რატომ უნდა უპასუხოს დასავლეთმა
აზოვის ლეგენდარულ მეთაურს დენის პროტაპენკოს ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი