01:54 - 25 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 11:32:35, 337 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო უწყებამ საქართველოს შესახებ ამერიკელი სენატორების შეკითხვებს უპასუხა

რადიო თავისუფლების მიერ პოლონეთის სენატიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სენატორებმა, ადამ ბოდნარმა და გჟეგოჟ სხეტინამ (სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), საქართველოს შესახებ შეკითხვებით მიმართეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის.

ისინი დაინტერესდნენ პოლონეთის დიპლომატიური ჩართულობით საქართველოს საკითხებში, კერძოდ - რა ნაბიჯებს დგამს პოლონეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, რომ მან შეწყვიტოს რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები. სენატორებს აგრეთვე აინტერესებდათ, აპირებს თუ არა პოლონეთის მთავრობა ოფიციალურად მოითხოვოს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ახლახან სენატორებმა მიიღეს პასუხი პოლონეთის საგარეო უწყებიდან, რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი ტეოფილ ბარტოშზევსკი, რომელიც მათ არწმუნებს, რომ საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესის სფეროში რჩება და უწყება მოქმედებს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით.

პოლონეთის სახელმწიფო მინისტრმა სენატორებისთვის მიწერილ პასუხში ყურადღება გაამახვილა შემდეგ ინიციატივებზე:

გასული წლის დასაწყისში პოლონეთმა შეაჩერა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შეთავაზებული განვითარების პროექტები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ “ვაიმარის სამკუთხედისა” (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) და „მსურველთა კოალიციის“ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მიიღო არაერთი განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების, აგრეთვე მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიის ჩათვლით.

პოლონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სავიზო აკრძალვა დაუწესეს საქართველოს უსაფრთხოების ძალების შერჩეულ წარმომადგენლებს. დამატებით, პოლონეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა შორისაა საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის
პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა
ომის მე-4 წლისთავზე საქართველომ უკრაინას სოლიდარობა საელჩოში გამოუცხადა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სანქციებამდე 25 დღით ადრე გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი