|
2026-02-23 21:08:44, 913 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმი ისევ ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის თურქმენეთის მთავრობას ხვდება
ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქმენეთის პარლამენტის - მეჯლისის თავჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებით და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. "ეს ვიზიტი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის პირველი ვიზიტია საქართველოში და მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო თანამშრომლობაზე. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ საქართველოს პარლამენტსა და თურქმენეთის მეჯლისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, კერძოდ, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებს, ახალგაზრდა პარლამენტარებს, ქალ პარლამენტარებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის კავშირების გაძლიერებას. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო კავშირსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. აღვნიშნე, რომ საქართველო სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით თურქმენეთთან თანამშრომლობის მზაობა გამოვხატე. დუნიაგოზელ გულმანოვამ აღნიშნა, რომ თურქმენეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან, აგრეთვე, ქართული მხარისადმი მადლიერება გამოხატა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის." - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)