|
2026-02-22 16:13:02, 1106 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე იაკობი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს, ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. "ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს. იმიტომ რომ მერე ეს გროვდება და უფალი მერე უყურებს ხოლმე და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არაეკლესიის წევრი და ამიტომ აუცილებელია რომ რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. ეკლესიასთან რატომ არის იცით საჭირო? [...] ჩვენ ხომ პოლიტიკისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ხო სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, ღვთის გამო და ჩემი ერის გამო. თუ არადა მაგალითებით ვნახოთ ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად, ხომ? ამიტომ დავფიქრდეთ ყველა რა, დავფიქრდეთ ყველა. ვინმეს თუ რამე ძალაუფლება აქვს, მე ვიქნები თუ სხვა, ღვთისგან აქვს, უფლის გარეშე არაფერი არ ხდება… ურთიერთსიყვარული გქონდეთ, არ შეიძლება ასე დაყოფილი საზოგადოება, ეს ბოროტებაა და ვინც იმაზე ფიქრობს, რომ ამ ბოროტებას მისდევდეს, სადაც არ უნდა იყოს ხომ, ბოროტს ემსახურება… მე ყველას მოვუწოდებ ეკლესიასაც, მთავრობასაც. ვფიქრობთ იმაზე, ერთად ვიცხოვროთ და რაღაც ეს დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რომ რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე?! ღმერთს რა უნდა იმაზე ვიფიქროთ.", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)