|
2026-02-22 13:54:48, 989 ნახვა
პოლიტიკა
Axios: აშშ განიხილავს ირანის ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობას
ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც განიხილავს შეერთებული შტატები, არის ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეისა და მისი 56 წლის ვაჟის, მოჯტაბას მოკვლა. ამის შესახებ ამერიკული პორტალი Axios იტყობინება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩეველზე დაყრდნობით. „ნებისმიერი შემთხვევისთვის არის გეგმა. ერთ-ერთი სცენარი ითვალისწინებს აიათოლას, მისი ვაჟისა და მოლების მკვლელობას. არავინ იცის, რას აირჩევს პრეზიდენტი. ვფიქრობ, თავადაც არ იცის,“ თქვა გამოცემის თანამოსაუბრემ. პორტალის მეორე წყარომ დააზუსტა, რომ ხამენეისა და მისი ვაჟის მოკვლის გეგმა ტრამპს რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს. ამერიკისა და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა უკვე ამ უქმეებზე მიიღოს ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება. ამავე დროს ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, განიხილოს ვარიანტი, რომლის ფარგლებშიც ირანს ნებას დართავენ, აწარმოოს ურანის „მცირე, სიმბოლური გამდიდრება“, რაც მას არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას,“ უთხრა Axios-ს ერთ-ერთმა წყარომ. ისრაელსა და ირანს შორის თორმეტდღიანი ომის შემდეგ აშშ-მა და ირანმა თებერვლის დამდეგს პირველად განაახლეს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები. არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 17 თებერვალს გაიმართა ჟენევაში. მოლაპარაკებების ფონზე აშშ-მა მკვეთრად გაზარდა რეგიონში სამხედრო ყოფნა. ტრამპმა განკარგულება გასცა, იქ გაიგზავნოს მეორე ავიამზიდი, ასევე დამატებითი ხომალდები და ავიაცია. 19 თებერვალს მან განაცხადა, რომ ირანს სამხედრო მოქმედებები ემუქრება, თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს. „არსებით შეთანხმებას უნდა მიმაღწიოთ, სხვაგვარად ცუდი რამეები მოხდება,“ თქვა ტრამპმა. მისი თქმით, მან ირანს 10-15 დღის ვადა მისცა. მეორე დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ აშშ-ის მედიას განუცხადა, რომ მისი ქვეყნის წინადადებას აშშ-ს გადასცემენ მას შემდეგ, რაც მას საბოლოოდ დაადასტურებს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)