|
2026-02-19 16:47:33, 291 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ირანი დაუყონებლივ დატოვონ, რადგან მისივე თქმით, ირანში აქტიური კონფლიქტის დაწყება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. დონალდ ტუსკის თქმით, კონფლიქტი შეიძლება "რამდენიმე ათეულ საათში დაიწყოს" და "ევაკუაცია შესაძლოა უკვე აღარ იყოს შესაძლებელი". "გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდოთ ამას. წარსულში ცუდი გამოცდილება გვქონდა, როდესაც ადამიანები ამ გაფრთხილებებს არ ითვალისწინებდნენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ამას: დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი ან გააუქმეთ თქვენი მოგზაურობის გეგმები. თუ აქტიური კონფლიქტი დაიწყება, ვერავინ მოგცემთ გამოსავლის გარანტიას", - განაცხადა მან პრეკონფერენციაზე. ცოტა ხნის წინ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მასშტაბურია 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ. კერძოდ, WSJ წერს, რომ აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე გაგზავნა დიდი რაოდენობით ავიაგამანადგურებლები და მათი დამხმარე თვითმფრინავები. ფრენების ონლაინ მონაცემების და აშშ-ის წარმომადგენლების ინფორმაციის მიხედვით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით უახლესი F-35 და F-22 გამანადგურებლები გადაიყვანა. ამასთან, CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანს ამ შაბათ-კვირას დაესხან თავს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პარალელურად, ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს. OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში. ამასთან, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-თან საუბარში ამბობენ, რომ მიუხედავად აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა, თეირანი მუშაობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ვერ გადაილახოს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ISW: პუტინი საზოგადოებას ახალი „ნაწილობრივი მობილიზაციისთვის“ ამზადებს
რუსი ჯარებისთვის Starlink-ისა და Telegram-ის სერვისების გათიშვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატებული კონტრშეტევების ორგანიზების საშუალება მისცა
ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა - წამების კომიტეტი ოცნებას უმტკიცებს, რომ მწამებელი რეჟიმია
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ომი უკრაინაში
რუსი ჯარებისთვის Starlink-ისა და Telegram-ის სერვისების გათიშვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატებული კონტრშეტევების ორგანიზების საშუალება მისცა
ზალუჟნიმ პირველად ისაუბრა ზელენსკისთან კონფლიქტზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)