02:54 - 18 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 12:33:10, 286 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი: დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან

 საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი  ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხისტ ძალას, - განაცხადა ივანიშვილის დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთპარტიული პარლამენტისათვის ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მოხსენების წარდგენისას.

მისივე თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. მანვე აღნიშნა, რომ ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე  საზოგადოება.

„გასულ წელს საქართველოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ ვსაუბრობდით, რეალური იყო.

დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების  ესკალაციას.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველომ უმძიმეს ზეწოლას გაუძლო, რაშიც, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ. ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თითოეული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი და ისტორიის რთულ, გადამწყვეტ ეტაპზე ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას, სახელმწიფო კი კანონისა და კონსტიტუციის ერთგულებით მოქმედებს.

ამგვარი ერთიანობა რომ არა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დათმობაც კი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნებოდა! 

ფაქტმა, რომ ამ ზეწოლას გავუძელით, საგრძნობლად გააძლიერა როგორც ჩვენი სახელმწიფო, ისე ჩვენი საზოგადოება. შედეგად, დღეს, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე, ნებისმიერ გამოწვევას კიდევ უფრო გამოცდილი და გაძლიერებული შევხვდებით", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ი -დავითაშვილი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, შეხვედრაზე არ ყოფილა
რუსეთი საქართველოს „შედარებით მეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნევს
Yandex Eats საქართველოს მიტანის ბაზარს ტოვებს
„ეკონომიკა სიკვდილის ზონაში შევიდა“. რუსეთის ბიუჯეტის სისტემაში „ხვრელი“ 2025 წლისთვის 8 ტრილიონ რუბლს აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი