23:58 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 22:38:46, 831 ნახვა

სამართალი
მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი: იყო მუქარა ჩემი ოჯახის მიმართ და სიფრთხილის გამო აღარ გავაგრძელე საუბარი

"იყო მუქარა ჩემი ოჯახის მიმართ და სიფრთხილის გამო აღარ გავაგრძელე საუბარი ამ თემაზე. მითხრეს, რომ არავისთან არ მქონოდა კონსულტაციები ამ თემაზე" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილმა შეიხმა, ვაგიფ აქპეროვმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

მისი თქმით, ერთი წლის წინ იყო მუქარა მისი ოჯახის მიმართ და სიფრთხილის გამო მან აღარ გააგრძელა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი ერთი წლის წინ.

"ერთი წლის წინ მე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე არაფერი არ მითქვამს იმიტომ, რომ ვფიქრობდი, მე სასულიერო პირი ვარ და ყველაფრის წამალი და იარაღი არის მოთმინება. მე მოვითმინე, ვნახე რა მდგომარეობაა საქართველოში. იყო მუქარა ჩემი ოჯახის მიმართ და სიფრთხილის გამო აღარ გავაგრძელე საუბარი ამ თემაზე. მითხრეს, რომ არავისთან არ მქონოდა კონსულტაციები ამ თემაზე," - განაცხადა აქპეროვმა.

მისივე თქმით, დღეს მისი განცხადების მერე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამართველომ გააკეთა განცხადება, სადაც წერია, რომ ის იყო ძალოვან სტრუქტურებში. მისივე თქმით, მას უკვე მათ მუსლიმობაშიც ეპარება ეჭვი, რადგან, როგორც ამბობს,  "არცერთი მუსლიმი არ დაწერდა იმას, რაც გამოქვეყნდა, რომ 40 წლის წინ მე თითქოს კრიმინალური წარსული მქონდა და შეხება მქონდა".

"ამაზე მე მათ ბოდიშს მოვახდევინებ, რადგან მე არანაირი კრიმინალური წარსული არ მაქვს," - აღნიშნა აქპეროვმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics