17:12 - 13 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-13 14:09:29, 264 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში დროებით რწმუნებულს ტოვებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ესტონეთის ელჩი საქართველოში და სომხეთში, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადაიყვანოს და საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტოს.

ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია - "საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაციებით და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერებით".

ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 11 თებერვალს აცნობეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

ესტონეთის საგარეო უწყების სპიკერს არ დაუკონკრეტებია, როდის დაინიშნება საქართველოში ახალი ელჩი.

ინფორმაციის თანახმად, მარგე მარდისალუ-კაჰარი საქმიანობას სომხეთის დედაქალაქში ერევანში გააგრძელებს ელჩის სტატუსით, სადაც ესტონეთი მარტში საკუთარი საელჩოს გახსნას გეგმავს. სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის ნოემბერში მიიღო.

ესტონეთმა და საქართველომ საელჩოები 2006 და 2007 წლებში გახსნეს, თუმცა ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს კონტექსტში აღნიშნავს, რომ ქვეყანა - "დიდი ხანია ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული პრინციპებიდან სისტემური დაშორების გამო, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შესრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ქართული ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ წარმოადგენს ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს".

რაც შეეხება სომხეთს, საგარეო აღნიშნავს, რომ ესტონეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები სტაბილურია და 2023 წლიდან აღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ილიაუნი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე
საქართველოს რკინიგზა: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის
დათუნაშვილი: ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნიდან ვინმეს გაძევებაზე, ვსაუბრობთ ანკლავურ განვითარებაზე, რომელიც იყო და იქნება პრობლემა
„თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი