|
2016-03-29 15:55:31, 761 ნახვა
სამართალი
ვანო მაჭავარიანი დაკითხვაზე დაიბარეს
საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი ვანო მაჭავარიანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიაბრეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ვანო მაჭავარიანს "TV პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომლის მიხედვითაც მას სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა „ვახო სანიას დღის ამბებში“ განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოკადრებს ედო ფოტოები, რომელზეც ჩანდა ორი ადამიანის ფიგურა და მეტყველებდა, რომ ეს ფარული კადრები იყო. "მე მქონდა ორი კვირის წინ ინტერვიუ „მაესტროზე“,ძალიან მკაცრად ვისაუბრე იმ თემაზე, რომ ეს არის მთავრობის ხელი და მთავრობას ძალუძს, რომ ესეთი რამე აკეთოს და შევიდეს ინტერნეტსივრცეში. ზუსტად სამ დღეში მე დამიბლოკეს Facebook-ი და მაგრძნობინეს, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომელიც უნდა გავრცელდეს ინტერნეტსივრცეში. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრები. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან, რომელიც თავისთავად, ჩემთვის არ არის საინტერესო და მიმაჩნია, რომ ეს არის ბინძური შანტაჟის და დატერორების მცდელობა", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)