|
2016-03-25 16:29:35, 828 ნახვა
სამართალი
მოსამართლე ტურავა: ნიუსი ინფორმაციის შესანახად გავაზიარე, ეს არ ნიშნავს რომ გაეროს ტრიბუნალის გადაწყვეტილებას არ ვენდობი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა სოციალურ ქსელში რადოვან კარაჯიჩისთვის გაეროს ტრიბუნალის მიერ გამოტანილ განაჩენის შესახებ ნიუსს იზიარებს. ნიუსის ავტორია საინფორმაციო პორტალი tb.24.ge. ინფორმაცია რუსულ წყაროებს ეყრდნობა. ნიუსში გაეროს ტრიბუნალის გადაწყვეტილება გაკრიტიკებულია და იგი ეროვნულ გმირად არის შერაცხული, მაშინ როდესაც იგი სრებრენიცის გენოციდისთვის გაასამართლეს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მერაბ ტურავა გაეროს ტრიბუნალის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება? ამ საკითხის დასაზუსტებლად „ექსპრესნიუსი“ მოსამართლე ტურავას დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ნიუსის შინაარსს არ გაცნობია და ისე განათავსა ის თავის გვერდზე. ცნობისთვის, მერაბ ტურავამ აღნიშნული ნიუსი facebook-ის საკუთარი გვერდიდან ჩვენი ზარის შემდეგ წაშალა. „არა ეს არანაიარად არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვენდობი გაეროს ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. განაჩენი, რომ დადგა იმის აღსანიშნავად გავაზეარე. რამე კომენტარი მაქვს გაკეთებული? - არა მგონია. მე შინაარსი არც წამიკითხავს, რა წერია ტექსტში არც ვიცი. გაეროს კრიტიკაა? - არც ის ვიცოდი თუ ეს რუსული ვერსია იყო. შინაარსს არ ვიზიარებ, ვინაიდან როგორც გითხარით არც გავცნობივარ, ეს გავაზიარე იმიტომ, რომ განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია შემენახა, რათა ინფორმაცია არ დამკარგვოდა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მერაბ ტურავამ. ცნობისთვის, 24 მარტს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლო კოლეგიამ ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტმოქმედებაში დამნაშავედ ცნო. 497-დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 24 მარტს გამოცხადებულ ვერდიქტში ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე მოქმედმა ჰააგის ტრიბუნალმა დადასტურებულად ჩათვალა კარაჯიჩის მიმართ წარდგენილი რამდენიმე ბრალდება, მათ შორის სრებრენიცის გენოციდი 1995 წელს. თუმცა, სასამართლომ გენოციდად არ ჩათვალა სამხედრო ალყის კამპანია, რის გამოც ბოსნიის ქალაქებიდან დიდი რაოდენობით ბოსნიელი მუსლიმანი და ეთნიკური ხორვატი გაიხიზნა. მას სასჯელის სახით 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)