|
2025-10-28 10:33:39, 982 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი ჩეხეთთან და სლოვაკეთთან პარტნიორობას ცდილობს უკრაინის მიმართ „სკეპტიკურად“ განწყობილი ევროკავშირის ალიანსის შესაქმნელად — Politico
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბალაჟ ორბანმა გამოცემას განუცხადა უნგრეთის ჩეხეთთან და სლოვაკეთთან გაერთიანების გეგმების შესახებ. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმედოვნებს ანდრეი ბაბიშთან თანამშრომლობაზე, რომლის პარტიამაც ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში, ასევე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიკოსთან, რათა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების წინ კოორდინირებული პოზიციები შეიმუშაონ. „ვფიქრობ, ეს მოხდება და სულ უფრო თვალსაჩინო გახდება“, - თქვა ორბანმა ბლოკის შექმნის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას. მან გაიხსენა, რომ „ეს ძალიან კარგად მუშაობდა მიგრაციული კრიზისის დროს“, როდესაც შეიქმნა ჯგუფი, სახელწოდებით „ვიშეგრადის ოთხეული“, რომელიც შედგებოდა უნგრეთისგან, ჩეხეთისგან, სლოვაკეთისგან და პოლონეთისგან. ალიანსს ხელმძღვანელობდა პოლონეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, ხოლო ჯგუფი ხელს უწყობდა „ოჯახის მხარდამჭერ“ პოლიტიკას და ევროკავშირის გარე საზღვრების გაძლიერების იდეას, ეწინააღმდეგებოდა მიგრანტების სავალდებულო გადანაწილებას წევრ სახელმწიფოებს შორის. ალიანსი ომის დაწყებასთან ერთად დაიშალა, როდესაც პოლონეთმა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)