|
2025-10-21 13:35:06, 1196 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს. ცოტა ხნის წინ ის პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო. ნიკოლა სარკოზის ადვოკატების ცნობით, მას უსაფრთხოების მიზნით სამარტოო საკანში მოათავსებენ. საპატიმროში მისვლამდე მან X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და მის წინააღმდეგ სასამართლო საქმეს შურისძიება უწოდა. "ამ დილით მე ვგრძნობ ღრმა ტკივილს საფრანგეთის გამო, რომელიც აღმოჩნდა დამცირებული შურისძიების გამოხატულებით, რომელმაც სიძულვილი არნახულ დონეზე აიყვანა. მე არ მეპარება ეჭვი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, თუმცა საფასური დამანგრეველი იქნება", - დაწერა მან. 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. საფრანგეთის სასამართლომ ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო ე.წ. ლიბიის საქმეში. კერძოდ, დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით, გარიგებაში მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)