05:25 - 08 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-09 11:22:41, 702 ნახვა

ეკონომიკა
თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის "თეგეტა მოტორსში"

მაღალი ხარისხის დანადგარები, სწორად ათვისებული სივრცე და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის ხარისხსა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. მსხვილ კორპორაციებს, საშუალო თუ მცირე ბიზნესს - ყველას, ვისაც მსგავსი მომსახურება სჭირდება, „თეგეტა მოტორსი“ სრულ სერვისს სთავაზობს. საქმე მთელ სისტემას ეხება და საჭირო დანადგარების მიწოდებას, სივრცის დაგეგმარებას, მონტაჟს, საგარანტიო მომსახურებასა თუ სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოიცავს.

იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: „ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მსხვილი კორპორაციული სეგმენტი, რომელიც დიდ ავტოპარკს მართავს, ისე მცირე და საშუალო ავტოსერვისები. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საკუთარი სახელოსნოს მოწყობა სურთ.

რაც შეეხება უშუალოდ დანადგარებს, ამ მიმართულებით მომხმარებელს სრულ სპექტრს ვთავაზობთ. მათ შორის, საავტომობილო ამწეებს, ვულკანიზაციის დანადგარებს, საავტომობილო რობოტებს, სამღებრო კამერას, დიაგნოსტიკის მრავალფეროვან სისტემას, ჰაერის კომპრესორს, შედუღების აპარატებს, სპეცინსტრუმენტებსა და სამრეცხაო პორტალებს. ეს დანადგარები განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის. თითოეულს ექსკლუზიური პარტნიორებისაგან ვიღებთ. ყველა მათგანი პრემიუმ ბრენდია და „თეგეტა მოტორსი“ მათთან თანამშრომლობის არაერთ წელს ითვლის.

საუბარია ისეთ მსოფლიო მწარმოებლებზე, როგორებიც არიან ამერიკული Hunter, დიაგნოსტიკის აპარატების მწარმოებელი კომპანია Texa, ასევე გერმანული Christ, რომელიც სამრეცხაო პორტალებს გვაწვდის. ჩამონათვალშია ასევე Nussbaum, Hofmann, OMCN, Teco, Gi

ავტოსერვისისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის მოწყობა, მაღალი ხარისხის, თანამედროვე დანადგარებთან ერთად, სწორი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, სამუშაო ზონის შესაბამისად აღჭურვასა და ტექნიკის სათანადოდ გადანაწილებას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსი“, რომელსაც საავტომობილო სექტორში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მომხმარებელს სრულ ტექნიკურ გადაწყვეტას სთავაზობს - მოწყობილობების მიწოდებით, მონტაჟითა და კონსულტაციით.

იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: „ჩვენი კვალიფიციური ტექნიკოსები მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან. შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათში გავდივართ ადგილზე, შევისწავლით სივრცეს და ვიწყებთ დაგეგმარებას. მომხმარებელს დეტალურად ვურჩევთ, მაგალითად, სად უნდა დააყენოს ამწე, რობოტი თუ თვლების შეყრის აპარატი, მოკლედ, ხდება სამშენებლო ნაწილის სრული დაგეგმარება, რაც შემდეგ შეუფერხებელ და მაქსიმალურად ეფექტიან სამუშაო პროცესზე აისახება. ცხადია, ყველაფერი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების აბსოლუტური დაცვით ხდება.

ამასთან ერთად, მომხმარებელი იღებს გარანტიას (საშუალოდ, 2-3 წელი), თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მათ მხარდაჭერას ვაგრძელებთ“.

დანადგარების მიწოდება-მონტაჟისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კომპონენტს ენიჭება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამართული სერვისი, გამოცდილებასთან ერთად, მუდმივ განვითარებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ ტრენინგებსა და მომზადებას უშუალოდ მწარმოებლის ქარხნებში გადიან. სანამ ახალი დანადგარი მომხმარებლამდე მივა, მას ჰოლდინგის თანამშრომლები დეტალურად სწავლობენ. ეცნობიან ინფორმაციას როგორც პროდუქტის შესაძლებლობების, ისე მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის წესების შესახებ. ასევე, აქვთ მუდმივი მხარდაჭერა პარტნიორი ბრენდებისგან და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათგან დისტანციურ დახმარებას იღებენ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
კახა კალაძე BBC-ის რესპოდენტებზე : ყველა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა თავისი ბირთვული ტრიადის მოდერნიზაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი