|
2025-10-09 11:12:04, 1368 ნახვა
ეკონომიკა
„ავოკადო“ - როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად
პანდემიის პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელდა და ადამიანებს ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდათ, გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ავოკადოს“ სახელით ვიცნობთ. კერძოდ, სულხან ქირიამ გადაწყვიტა, ამ სახელწოდების ქვეშ საკუთარი ავეჯის წარმოება დაეწყო და ასე დაიბადა ბრენდი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ხარისხიანი ქართული ავეჯის შექმნაა. „ავოკადო“ უმაღლესი ხარისხის მატრასების წარმოებაში სპეციალიზდება. თითოეული პროდუქტი იქმნება ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, რადგან მისი ფილოსოფია მარტივია - ჯანმრთელობა და კომფორტი განუყოფელია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არა მხოლოდ კომფორტი იგრძნოს, არამედ დარწმუნებული იყოს, რომ მასზე ზრუნვა თითოეულ დეტალშია ჩადებული“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ალექსანდრე ქირია. იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს მთავარი ამოსავალი წერტილი თავიდანვე მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ავეჯის შექმნა იყო, „ავოკადოს“ სანდო პარტნიორიც სჭირდებოდა გვერდით. „თიბისი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან მისი მხარდაჭერის მეშვეობით შევძელით წარმოების წარმატებით დაწყება და მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის. ამასთანავე, ვგეგმავთ საწარმოო ბაზების გახსნას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ და წარმოების მასშტაბებიც გავზარდოთ“. „ავოკადო“ მომავალს გლობალური ხედვით განიხილავს, რათა ეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული რბილი ავეჯი საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყოს ხელმისაწვდომი.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებისთვის კლასიფიცირებულ მონაცემებს გადასცემს
უკრაინულმა დრონებმა ღამით სამხრეთ რუსეთში Ozon-ის ოთხ დიდ საწყობს შეუტიეს
ალიევი: ზანგეზურის დერეფანზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება
სტუბი: შვიდი ფინური კომპანია აფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)