|
2016-03-24 11:56:07, 754 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს ჰოლგერ მიუნხს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეებზე გაღრმავდა. 2015 წლიდან საქართველოს შს სამინისტრომ ბერლინში საკუთარი პოლიციის ატაშე წარგზავნა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან. მჭიდროა თანამშრომლობა გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის. გიორგი მღებრიშვილის თქმით, რიგ შემთხვევებში კრიმინალი სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამდენად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)