|
2025-10-08 11:02:03, 1413 ნახვა
ეკონომიკა
Energizer-ის აკუმულატორი – ამერიკული სანდოობა და ინოვაცია
გამძლეობა, ხარისხი და თანამედროვე ტექნოლოგიები - სწორედ ამ უპირატესობების გამო ამერიკული ბრენდის Energizer-ის აკუმულატორი მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. ბრენდი მსოფლიოში აკუმულატორების ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ კომპანია CLARIOS-ს ეკუთვნის და ის მომხმარებელს არაერთ უპირატესობას სთავაზობს. საქართველოში Energizer-ის ოფიციალური დისტრიბუტორია „თეგეტა მოტორსი“. Energizer-ის უპირატესობები
მოწინავე ტექნოლოგიები Stamped Grid Technology – Energizer-ის აკუმულატორები იწარმოება Stamped Grid Technology-ს გამოყენებით. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც ამცირებს ენერგომოხმარებას და CO2-ის ემისიებს. ასევე იცავს კოროზიისგან და ახანგრძლივებს ექსპლუატაციის პერიოდს. AGM (Absorbent Glass Mat): განკუთვნილია Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილებისთვის. უზრუნველყოფს ექსპლუატაციის 3-ჯერ მეტ პერიოდს, მაღალ სასტარტო დენსა და ჰერმეტულობას, რაც საშუალებას აძლევს, ნებისმიერ მდგომარეობაში დამონტაჟდეს. EFB (Enhanced Flooded Battery): თხევადი ელექტროლიტის მქონე აკუმულატორი, რომელიც უკეთ უძლებს ღრმა განმუხტვას, სწრაფად იმუხტება და ეფექტიანად მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურაშიც კი. ისტორია და რეპუტაცია Energizer-ის ისტორია იწყება 1896 წლიდან, როდესაც პირველი სამომხმარებლო ბატარეა შეიქმნა. მას შემდეგ ბრენდი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტს და იცავს ეკოლოგიურ სტანდარტებს. დღეს Energizer არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გარემოზე ზრუნვას. მისი გამძლე კონსტრუქცია, მაღალი სასტარტო სიმძლავრე და AGM/EFB ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ავტომობილის საიმედო მუშაობას ნებისმიერ პირობებში. ავტომობილისთვის ყველაზე ოპტიმალური აკუმულატორის შერჩევა, პროფესიონალი ტექნიკოსების დახმარებით, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 032 2 264444 დარეკვით არის შესაძლებელი. Energizer-ის აკუმულატორები ხელმისაწვდომია ონლაინ tegetashop.ge - ზეც. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)