|
2025-10-05 12:52:20, 1526 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე - სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე
„მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე.“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ „შევხვდი ირაკლი ნადირაძეს. მისი პოზიცია არის, რომ როდესაც ხელისუფლებაში გვყავს რუსი ავტორიტარული რეჟიმი, მისი დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის არის პატივი. პირველ რიგში, მას უნდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილს, იმ ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო, მადლობა გადაუხადოს იმ მილიონობით ადამიანს, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიტაცებულ რეჟიმს და ძალაუფლებას. რაც შეეხება ბრალდებას - მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე. მისთვის პატივია, რომ იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე. რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, ამ ქვეყანაში კანონი არავისთვის არ არსებობს… სამართლებრივად რა პოზიცია გვექნება, ამას ჩამოვაყალიბებთ, მაგრამ ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის არანაირი აზრი არ არსებობს… გითხარით, რომ არ აღიარებს ბრალს, ვერ აღიარებს ბრალს. დიახ, [მისთვის პატივია დაკავება] რადგან ამ ბრძოლაშია საკუთარი თავისუფლების ფასად. დიახ, ეს პატივია.“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)