|
2026-10-01 15:02:51, 2216 ნახვა
სამართალი
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. ლევან ახობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. ახობაძის ადვოკატის, დავით სიმონიას განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი გირაოთი გათავისუფლების საფუძველი მათ მიერ ახალი ინფორმაციის მიწოდება გახდა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ახობაძეს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. "ეს არანაირად არ უკავშირდება მისი მხრიდან რაიმე სახის თანამშრომლობას სხვა მაღალჩინოსნის მიმართ. ეს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ სასამართლოს ეხება უშუალოდ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ახალ ინფორმაციას." - განაცხადა დავით სიმონიამ, ტვ პირველთან საუბრისას. კონკრეტულად რა იგულისხმება ახალ ინფორმაციაში, ადვოკატი არ აკონკრეტებს. ახობაძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ 22 მაისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის ბრალეულობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრალდებულის სახლიდან ამოღებული თანხა არ არის დიდი ოდენობის, არამედ 2 თვის ხელფასის თანხაა.
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)