|
2025-09-25 15:47:16, 1349 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი. EBRD-ის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რაც მნიშვნელოვანწილად ICT სექტორის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. ეკონომიკურ მიმოხილვაში EBRD საქართველოში ინფლაციის მზარდ ტენდენციაზეც საუბრობს, ნეგატიური ფაქტორებიდან კლებადი FDI-იც არის მოხსენიებული. პოლიტიკური თვალსაზრისით კი EBRD აღნიშნავს, რომ EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ეკონომიკისთვის კვლავ რისკად ნარჩუნდება, რაც, პირველ რიგში, ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადებზე ახდენს გავლენას. "საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 9.4%-იდან 2025 წლის პირველ ნახევარში 8.3%-მდე შენელდა. ზრდას ხელს უწყობდა საკრედიტო ექსპანსია, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორების გაძლიერება და მომსახურების ექსპორტის ბუმი. ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1.1% იყო, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 3.5%-მდე გაიზარდა - ოდნავ მეტი, ვიდრე ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი უცვლელად 8%-ზე ნარჩუნდება. ფისკალური და საგარეო პოზიციები სტაბილურად გამოიყურებოდა, რასაც მხარს უჭერს ტურიზმის მდგრადი ზრდა. თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში შემცირდა, რაც ინვესტორთა სიფრთხილის შედეგია. ამავდროულად, საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოში 5.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც სამ თვეზე მეტი იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს. 2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 7%-ზე არის ნავარაუდევი, ხოლო 2026-ში 5%-მდე შენელდება. პოზიტიურ რისკებს შორისაა გარე მოთხოვნის გაძლიერება და მომსახურების სექტორის სტაბილური დინამიკა. ნეგატიურ რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის გამო და ინვესტორთა მზარდი სიფრთხილე. ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება მაკროეკონომიკური ბუფერების შენარჩუნება და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა,"- აღნიშნავს EBRD. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, EBRD ასეთ პროგნოზებს აკეთებს: სომხეთი - 5% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი უცვლელია; აზერბაიჯანი 2% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 1 პ.პ-ით შემცირებულია; თურქეთი - 3.1% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.3 პ.პ-ით გაიზარდა; უკრაინა - 5% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.8 პ.პ-ით შემცირდა; რუსეთი - 1.3% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.2 პ.პ.-ით შემცირდა. EBRD-ის მსგავსად, ჯერ კიდევ ივლისში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7.2%-მდე გაზარდა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)