|
2025-09-22 17:36:00, 1257 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ემისია განახორციელა და 350 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა დღიური არაკუმულაციური რთული TIBR + 3.75% - ით, ხოლო ვადა 5 წლით. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ემისიას სოციალური ობლიგაციების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მოზიდულ თანხებს კომპანია სოციალური პროექტების დაფინანსებისა და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა - ემისიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმა და საპენსიო ფონდმა, ასევე, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB). “თიბისი კაპიტალსა და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” შორის პირველი თანამშრომლობა წარმატებით შედგა. მოხარული ვარ, რომ ერთობლივად შევძელით საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში უმსხვილესი ლარში დენომინირებული ადგილობრივი ემისიის განხორციელება. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების მიმართ ქვეყანაში ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაშიც თიბისი კაპიტალიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც არამხოლოდ ინვესტორებისთვისაა საინტერესო, არამედ ეკონომიკის მდგრად ზრდაზეც აისახება. დარწმუნებული ვარ, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ ამ მასშტაბის სოციალური ობლიგაციების ემისია შექმნის ახალ სტანდარტს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე და გახსნის გზას მსგავსი ტრანზაქციებისთვის მომავალში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან” ერთად, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი ისტორიული ტრანზაქცია განხორციელდა. ეს ტრანზაქცია აჩვენებს, თუ რამდენად მზარდია ინვესტორების დაინტერესება სოციალური და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აღნიშნულ ტრანზაქციაზე ინვესტორთა მაღალი ინტერესი კომპანიის სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობის ნათელი დადასტურებაა. გალტ & თაგარტისთვის პრიორიტეტია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან გრძელვადიან ეფექტს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. გვჯერა, რომ მომავალშიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან“ ერთად არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე. „ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ქვეყნის კაპიტალის ბაზრისთვის - პირველად განხორციელდა ასეთი მასშტაბის ლარის ობლიგაციების ემისია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს - „გალტ & თაგარტს“, „თიბისი კაპიტალს”, საპენსიო ფონდს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ბანკებს. აღსანიშნავია ინვესტორთა მაღალი ინტერესი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას. მოზიდული რესურსი მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებასა და არსებული სესხების რეფინანსირებაზე, რაც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ მომავალშიც იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც შექმნის ახალ სტანდარტს და განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობას“ - ირაკლი გოგია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაში და მოსახლეობას სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს სთავაზობს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 4 ძირითადი მიმართულებით საქმიანობს და ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს: 50 საზოგადოებრივ ჰოსპიტალსა და პოლიკლინიკას, უმსხვილეს ლაბორატორიას სამხრეთ კავკასიაში და 4 ათასამდე ექიმს.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)