|
2025-09-22 11:12:34, 998 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა კორპორატიულ პარტნიორებს საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ ახალი კვლევა წარუდგინა. ბოლო წლებში ქვეყანაში ტრანსპორტირებასა და დასაწყობებაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად სექტორისადმი ინტერესი გაიზარდა - ამ ტენდენციის საპასუხოდ, თიბისი კაპიტალმა მოამზადა პუბლიკაცია, რომელიც ადგილობრივი და გლობალური ტენდენციებით შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აანალიზებს. კვლევაში განხილულია საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და შუა დერეფნის, საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრების დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტის, კონკურენტუნარიანობა და პოტენციალი. საქართველოს ლოგისტიკის სექტორი პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოს სატრანსპორტო და დასაწყობების სექტორი სტაბილურად იზრდება - 2024 წელს დაახლოებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სექტორის წილი მშპ-ში კი 5.9% იყო. ლოგისტიკის სექტორზე დადებითად აისახა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. 2015 წლიდან სტაბილურად იზრდება სატრანსპორტო სექტორის ტვირთბრუნვაც. დადებითი დინამიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება - თიბისი კაპიტალი 2025-2028 წლებში 5,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მთავარი ფაქტორები კი შიდა მოთხოვნისა და ექსპორტის ზრდა, ასევე, ცენტრალური აზიის სავაჭრო ნაკადების გააქტიურება იქნება. ტრანსპორტირების ზრდამ დასაწყობების სექტორზეც გაზარდა მოთხოვნა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ტენდენცია გაგრძელდება - ადგილობრივი და ტრანზიტული ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე 2025–2028 წლებში დასაწყობების სერვისებზე მოთხოვნა საშუალოდ 9%-ით გაიზრდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, საწყობების ჯამური ფართობი საქართველოში 2.2 მლნ. კვ.მ.-ია, რომელთა ძირითადი ნაწილი - 90% - მშრალი, 10% კი - სამაცივრე საწყობებია. მნიშვნელოვანია, რომ საწყობების 67% მესაკუთრის მიერ გამოიყენება, ხოლო 33% იჯარით გაიცემა. იჯარის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე $3-$6-ის ფარგლებში მერყეობს(დღგ-ს და მომსახურების საფასურის გარეშე), A კლასის საწყობების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი $7-$8-ია. სატრანზიტო დერეფნები - გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონის ქვეყნებისა და საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება ზანგეზურის სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება, რომელიც ქმნის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტს კავკასიაში. მოკლევადიან პერიოდში ზანგეზურის დერეფანზე ტვირთის ნაკადების გადამისამართება ნაკლებად სავარაუდოა, საშუალოვადიან პერიოდში კი აზერბაიჯანი-თურქეთისა და თურქეთი-ცენტრალური აზიის ტვირთნაკადების ნაწილი შეიძლება საქართველოდან ზანგეზურის დერეფანზე გადანაწილდეს. შუა დერეფანი, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს საქართველოს გავლით აკავშირებს, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უფრო აქტუალური გახდა. კვლევის მიხედვით, დერეფანი სტრატეგიულია, თუმცა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით ნაკლებად კონკურენტულია გამტარუნარიანობის, დროისა და ხარჯების თვალსაზრისით. მთავარ გამოწვევად სწორედ ინფრასტრუქტურის არასაკმარისი გამტარუნარიანობა და ადმინისტრაციული და საბაჟო პროცედურების სირთულე სახელდება. გამოწვევებზე საპასუხოდ და შუა დერეფნის პოტენციალის გასაუმჯობესებლად მომდევნო წლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, როგორც საქართველოში, ასევე დერეფნის სხვა ქვეყნებში. შედეგად, დერეფნის გამტარუნარიანობა ორჯერ - 6 მლნ. ტონიდან 12 მლნ. ტონამდე - გაიზრდება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება დერეფნის პოტენციალს თითქმის სრულად აითვისებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)