2016-03-22 18:48:51, 423 ნახვა
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეიზღუდება
“რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, სავალდებულოა გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება, რაც დადგენილია საბაგირო გზის მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ მიერ.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან